ნადიკვარის პარკის რეაბილიტაციაზე 2 მილიონ 759 ათასამდე ლარი დაიხარჯება

ნადიკვარის პარკის რეაბილიტაციაზე 2 მილიონ 759 ათასამდე ლარი დაიხარჯება

7-06-2022, 06:28

257 - ჯერ



თელავში პარკ „ნადიკვარის“ ტერიტორიაზე დასასვენებელი და გასართობი სივრცეები მოეწყობა. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ამფითეატრის მაყურებელთა დასაჯდომი სივრცის გადახურვა, მოძველებული ატრაქციონების ახლით ჩანაცვლება, ახალი ატრაქციონების განთავსება, აუთვისებელი ქვედა ტერასის სხვადასხვა ფუნქციით დატვირთვა, მათ შორის სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიისთვის სავარჯიშო და სათამაშო სივრცეების მოწყობა.პროექტი ხორციელდება საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით,რომლის ღირებულება 2 მილიონ 759 ათას ლარამდეა.

ვიდეო სიახლიდან

კომენტარების ველი

პოპულარული სიახლეები ყველას ნახვა

გადაცემები