ახტალაზე 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობა იწყება

ახტალაზე  5-ვარსკვლავიანი სასტუმროს  მშენებლობა  იწყება

17-06-2022, 09:35

666 - ჯერ



ბალნეოლოგიურ კურორტ ,,ახტალის,, რეაბილიტაცია იწყება. პროექტის ფარგლებში დაგეგმილი 5-ვარსკვლავიანი, 50 ნომრიანი ახალი სასტუმროს მშენებლობა. დახურული და ღია საცურაო აუზების, სააბაზანო განყოფილების და საპარკინგე ადგილების მოწყობა. კურორტ „ახტალის“ დირექტორის ინფორმაციით, სამუშაოები 2024 წელს დასრულდება. მსოფლიოში სახელგანთქმული ბალნეოლოგიური კურორტი 2018 წელს შპს "გლობალ ვიქთორი ჯორჯიამ" 3 760 000 ლარად იყიდა. საპრივატიზებო პირობის მიხედვით, ინვესტორმა ახტალის ტერიტორიაზე მინიმუმ 12 000 000 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.

კომენტარების ველი

პოპულარული სიახლეები ყველას ნახვა

გადაცემები