დაგვიკავშირდით

0353 22 33 30

12 +

რეგიონის ღია პირველობა ცურვაში-გურჯაანის გუნდი ესტაფეტის გამარჯვებულია

რეგიონის ღია პირველობა ცურვაში-გურჯაანის გუნდი ესტაფეტის გამარჯვებულია

20-06-2022, 07:20

122 - ჯერ



გურჯაანის სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსში, სპორტული გაერთიანებისა და კახეთის საწყლოსნო სახეობათა ფედერაციის ორგანიზებით, ცურვის ოთხ დისციპლინაში (ბრასი, კროლი, თავისუფალი სტილი, ბატერფლაი) რეგიონის ღია პირველობა ჩატარდა, სადაც 200-მდე მონაწილემ მოიყარა თავი.
როგორც გურჯაანის სპორტული გაერთიანების დირექტორმა გელა დალაქიშვილმა აღნიშნა, ფაქტიურად 6 თვიანი იძულებითი პაუზის მიუხედავად, ადგილობრივმა სპორტსმენებმა, ღირსეული კონკურენცია გაუწიეს საქართველოს საუკეთესო მოცურავეებს.
გაერთიანების ინფორმაციით, გაცურვაში, პირველი ადგილები, მარიამ გოგიაშვილმა, მარიამ გეთიაშვილმა, ქეთი და ნინო მამუკაშვილებმა დაიკავეს, თუმცა საერთო შედეგების გათვალისწინებით, მარიამ გეთიაშვილმა ვერცხლის, მარიამ გოგიაშვილმა, ქეთი და ნინო მამუკაშვილებმა კი ბრინჯაოს მედლები დაიმსახურეს.
ასპარეზობაში, უკრაინელი ლტოლვილებიც მონაწილეობდნენ, რომელთა შორის, იულიანა ბიკოვა გამოირჩეოდა. ესტაფეტის გამარკვებული გურჯაანის გუნდი გაცდა.

კომენტარების ველი

პოპულარული სიახლეები ყველას ნახვა

გადაცემები