საქართველოს საჯარო სკოლებში სამეურვეო საბჭოს არჩევნები მიმდინარეობს

საქართველოს საჯარო სკოლებში სამეურვეო საბჭოს არჩევნები მიმდინარეობს

20-06-2022, 08:05

338 - ჯერ



საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სკოლის თვითმმართველობის უმაღლესი ორგანოს, სამეურვეო საბჭოს არჩევნები ტარდება. სამეურვეო საბჭოს შემადგენლობაში შედიან მასწავლებლები, მოსწავლეთა მშობლები და საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობის მიერ არჩეული წარმომადგენელი. სკოლები სამეურვეო საბჭოში თანაბარი რაოდენობით, არანაკლებ 3-3 და არაუმეტეს 6-6 მშობელსა და პედაგოგს ირჩევენ. ასევე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ადგილობრივ თვითმმართველობას უფლება აქვს სამეურვეო საბჭოში საკუთარი წარმომადგენელი ჰყავდეს.
სკოლის სამეურვეო საბჭო სკოლის მმართველობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლია. საბჭო ირჩევს სკოლის დირექტორს, სკოლის დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს სკოლის შინაგანაწესს, ბიუჯეტს, ირჩევს დისციპლინურ კომიტეტს, ითანხმებს სასკოლო სასწავლო გეგმას და ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. სამეურვეო საბჭოში მასწავლებლებისა და მოსწავლეთა მშობლების არჩევა 3 წლის ვადით ხდება.
სკოლის თვითმმართველობის უმაღლესი ორგანოს, სამეურვეო საბჭოს არჩევნები რიგით მეექვსეა. პირველი არჩევნები სკოლებში 2006 წელს ჩატარდა.

კომენტარების ველი

პოპულარული სიახლეები ყველას ნახვა

გადაცემები