ფარნაოზ ბეროშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი გურჯაანში

ფარნაოზ ბეროშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი გურჯაანში

20-06-2022, 08:23

261 - ჯერ



საერთაშორისო დიდოსტატების ნანა იოსელიანისა და გიორგი გიორგაძის სახელობის, გურჯაანის სპორტული გაერთიანების საჭადრაკო კლუბმა, ფარნაოზ ბეროშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილ ტურნირს უმასპინძლა. გათამაშება, შვეიცარული სისტემით ჩატარდა, სადაც ჩემპიონის ტიტული, გარდამავალი თასი, ოქროს მედალი, პირველი ხარისხის სიგელი და სამახსოვრო საჩუქარი, ამავე კლუბის პედაგოგმა ვანო მინდორაშვილმა მოიპოვა. მეორე ადგილი გურჯაანელმა გიორგი წანაწყენიშვილმა დაიკავა. ტურნირს საქართველოს ჭადრაკის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი გიორგაძე და მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადების ხუთგზის გამარჯვებული ნანა იოსელიანი დაესწრო.

კომენტარების ველი

პოპულარული სიახლეები ყველას ნახვა

გადაცემები