დაგვიკავშირდით

0353 22 33 30

12 +

პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის, დავით სონღულაშვილის ბიურო განცხადებას ავრცელებს

პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის, დავით სონღულაშვილის ბიურო განცხადებას ავრცელებს

22-06-2022, 15:52

155 - ჯერ



საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის, დავით სონღულაშვილის ბიურო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. „გუშინ, 21 ივნისს, დაკავშირებული პიროვნებების იდენტიფიცირებულმა ჯგუფმა საკუთარი ონლაინრესურსების მეშვეობით ორკესტრირებულად გაავრცელა ყალბი ინფორმაცია, სადაც პარლამენტის წევრი დავით სონღულაშვილი იყო მოხსენებული. პროპაგანდისტული ხასიათის პროვოკაციული ფეიქის ავტორის მიზანი, დეპუტატის რეპუტაციის შებღალვა, სიცრუის ტირაჟირება და საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა. ამ ფაქტთან დაკავშირებით, პარლამენტარი დავით სონღულაშვილი სამართლებრივ რეაგირებას გეგმავს. მოვუწოდებთ ყველა იმ პირს, ვინც დაინტერესებულია ინფორმაციის მიღებით, ნებისმიერ დროს დაუკავშირდეთ დავით სონღულაშვილის ბიუროს და პარლამენტის პრეს-ცენტრს. საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის დავით სონღულაშვილის ბიურო“-ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

ვიდეო სიახლიდან

კომენტარების ველი

პოპულარული სიახლეები ყველას ნახვა

გადაცემები