დაგვიკავშირდით

0353 22 33 30

12 +

ჯანდაცვის სამინისტრომ შაქრიანი დიაბეტის ტიპი 1 დიაგნოზის მქონე ბავშვებისთვის სისხლში გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის სისტემები და სენსორები (CGM) შეისყიდა

ჯანდაცვის სამინისტრომ შაქრიანი დიაბეტის ტიპი 1 დიაგნოზის მქონე ბავშვებისთვის სისხლში გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის სისტემები და სენსორები (CGM) შეისყიდა

23-06-2022, 09:06

85 - ჯერ



ჯანდაცვის სამინისტრომ შაქრიანი დიაბეტის ტიპი 1 დიაგნოზის მქონე ბავშვებისთვის სისხლში გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის სისტემები და სენსორები (CGM) შეისყიდა. სამინისტროს ინფორმაციით, კომპლექტი ქვეყანაში უახლოეს პერიოდში ჩამოვა, მათ მისაღებად რეგისტრაცია კი 23 ივნისს დაიწყება.
„მსურველებმა გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის სისტემისა და სენსორების მისაღებად, რეგისტრაცია ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულებში უნდა გაიარონ. (ოფისების მისამართები შეგიძლიათ იხილოთ მითითებულ ბმულზე -My Webpage
CGM სისტემის მიღება შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1 დიაგნოზის მქონე არასრულწლოვნების გარდა, 18 წელს გადაცილებულ, შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ, უსინათლო პაციენტებსაც შეეძლებათ, ასევე შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებს, რომელთაც აქვთ ცერებრული დამბლა, დაუნის სინდრომი ან დუშენ-ერბის დაავადება.
გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის სისტემებს 18 წელს გადაცილებული ის პირებიც მიიღებენ, ვინც სრულწლოვნები, პროგრამის ძალაში შესვლის თარიღიდან (15 იანვრიდან) გახდნენ.
ბენეფიციარი, პირველ ჯერზე, კომპლექტს და 5 სენსორს მიიღებს. თავდაპირველად CGM სისტემების გაცემა და დამაგრება სახელმწიფო პროგრამის ვაუჩერული მომსახურების მიმწოდებელ იმ სამედიცინო დაწესებულებაში მოხდება, სადაც პაციენტია რეგისტრირებული (თბილისი, ბათუმი, ქუთაისი). გადამზადებული პერსონალი კი ბენეფიციარს და მის მეურვეს ინსტრუქტაჟსაც ჩაუტარებს, თუ როგორ უნდა ისარგებლონ კომპლექტით და მოახდინონ შემდეგ ჯერზე სენსორის დამოუკიდებლად დამაგრება.
ყოველ მომდევნო ეტაპზე, ბენეფიციარს სენსორების აღება, ქვეყნის მასშტაბით, დიაბეტის მართვის სახელმწიფო პროგრამის მედიკამენტით უზრუნველყოფის კომპონენტის მიმწოდებელ აფთიაქებში შეეძლებათ (სააფთიაქო ქსელი „მედფარმა პლუსი“)"-ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარების ველი

პოპულარული სიახლეები ყველას ნახვა

გადაცემები