დაგვიკავშირდით

0353 22 33 30

12 +

ხაშმში რევაზ ინანიშვილის სახლ-მუზეუმის აღდგენითი სამუშაოები დაიწყო

ხაშმში რევაზ ინანიშვილის სახლ-მუზეუმის აღდგენითი სამუშაოები დაიწყო

23-06-2022, 10:17

83 - ჯერ



სოფელ ხაშმში რევაზ ინანიშვილის სახლ-მუზეუმის აღდგენითი სამუშაოები დაიწყო. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მერი, ავთანდილ გულიკაშვილი, პირველ მოდგილესთან, ემზარ კუჭუაშვილთან ერთად მწერლის მშობლიურ სახლს ესტუმრა და მუზეუმის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა.
სახლ - მუზეუმის რეკონსტრუქცია - აღდგენითი სამუშაოები ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან 165 243 ლარით ფინანსდება.
„ეს გახლავთ ადგილი, სადაც დიდმა მწერალმა ადრეული ბავშვობის უზრუნველი წლები გაატარა. პროზის აღიარებულმა ოსტატმა სოფელ ხაშმსა და თავის ყმაწვილკაცობის მოგონებებს არაერთი ნაწარმოები მიუძღვნა.
ჩვენ -კი ჩვენი ვალი უნდა მოვიხადოთ ერისა და მომავლის წინაშე, რათა საამაყო მწერლის სახელი უკვდავყოთ და თაობებს ისტორიად შემოვუნახოთ.
ეს სახლ-მუზეუმი იქნება რეზო ინანიშვილის საცხოვრებელი სახლის პირვანდელ კონსტრუქციასთან მაქსიმალურად მიახლოებული შენობა, რათა გავაცოცხლოთ წარსული.
მე ამაყი ვარ, რომ ამ წამოწყების ინიციატორი და იდეის თანაავტორი ვარ. მალე, ერთად, საზეიმო ვითარებაში გავხსნით სახლ-მუზეუმს და ეს იქნება ერთგვარი სტარტი და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და შენარჩუნებისკენ დაწყებული სვლისა“- განაცხადა ავთანდილ გულიკაშვილმა.

კომენტარების ველი

პოპულარული სიახლეები ყველას ნახვა

გადაცემები