დაგვიკავშირდით

0353 22 33 30

12 +

პირველი მემორიალური ტურნირი ქართულ ჭიდაობაში

პირველი მემორიალური ტურნირი ქართულ ჭიდაობაში

1-07-2022, 20:05

158 - ჯერ



პირველი მემორიალური ტურნირი ქართულ ჭიდაობაში. ჭიდაობისა და ძიუდოს ღვაწლმოსილი პედაგოგის, გივი პაპოშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებას გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელმა კალაურმა უმასპინძლა. გამარჯვებული ენისლელი ფალავანი დიტო გოჩილაიძე გახდა. მას მთავარი პრიზი ჭედილა გადაეცა. საქართველოს საპატრიარქოს ჩოხოსანთა ადგილობრივი სადროშოს მიერ დაწესებული ჯილდო 300 ლარი თბილისელმა ერეკლე ოძელაშვილმა მოიპოვა. ღონისძიების გამართვის იდეა გივი პაპოშვილის მოსწავლეს, ბადრი ბასოშვილს ეკუთვნის, ტურნირი ქართული ჭიდაობის კახეთის ფედერაციისა და გურჯაანის სპორტული გაერთიანების მხარდაჭერით ჩატარდა.

ვიდეო სიახლიდან

კომენტარების ველი

პოპულარული სიახლეები ყველას ნახვა

გადაცემები