მცენარეული ნარჩენის დაწვა 500-დან 1 300 ლარამდე ჯარიმით დაისჯება

მცენარეული ნარჩენის დაწვა 500-დან 1 300 ლარამდე ჯარიმით დაისჯება

20-07-2022, 00:38

635 - ჯერ



ნაკვეთებში მცენარეული ნარჩენის დაწვა 500-დან 1 300 ლარამდე ჯარიმით დაისჯება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოსახლეობას აფრთხილებს, რომ სასოფლო-სამეურნეო სავარგულზე მცენარეული ნარჩენის გადაწვის მავნე პრაქტიკა, რომელსაც სამწუხაროდ, ფერმერები დღემდე იყენებენ, საფრთხეს უქმნის ქარსაფარ ზოლებს და ტერიტორიის ახლომდებარე ინფრასტრუქტურას; იწვევს ნიადაგის თვისებების გაუარესებას, ნაყოფიერების დონის შემცირებას და საბოლოოდ, ნიადაგის დეგრადაციას; ხელოვნური ხანძარი მნიშვნელოვან ზიანს აყენებს გარემოს, ბიომრავალფეროვნებას, იწვევს გაუდაბნოებას.სწორედ ამიტომ ისინი მოქალაქეებს ნაკვეთებში მცენარეული ნარჩენის დაწვისგან თავის შეკავებას ურჩევენ.

ვიდეო სიახლიდან

კომენტარების ველი

პოპულარული სიახლეები ყველას ნახვა

გადაცემები