გურჯაანში ვაჩნაძის ქუჩის და ჩიხების რეაბილიტაცია დასრულდა

გურჯაანში ვაჩნაძის ქუჩის და ჩიხების რეაბილიტაცია დასრულდა

21-07-2022, 08:21

211 - ჯერ



ქალაქ გურჯაანში ვაჩნაძის ქუჩის და ჩიხების რეაბილიტაცია დასრულდა. მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში ასფალტის ახალი საფარი დაიგო 680 მეტრამდე სიგრძის გზაზე, ასევე მოეწყო ბორდიური და ტროტუარი.
სამუშაოები, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის დაკვეთით, ტენდერში გამარჯვებულმა შპს "ბახტრიონი 2012" შეასრულა, რისთვისაც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 286 000 ლარი დაიხარჯა.

კომენტარების ველი

პოპულარული სიახლეები ყველას ნახვა

გადაცემები