15 ოქტომბერს გურჯაანი ღვინის ფესტივალს უმასპინძლებს

15 ოქტომბერს გურჯაანი ღვინის ფესტივალს უმასპინძლებს

22-07-2022, 07:26

219 - ჯერ



15 ოქტომბერს გურჯაანი ღვინის ფესტივალს უმასპინძლებს. ღონისძიება ტრადიციულად კურორტ „ახტალის“ ტერიტორიაზე გაიმართება. ინფორმაციას გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
„2 წელი, 9 თვე და 9 დღე ველოდით თქვენთან შეხვედრას!
და აი, დაგიბრუნდით ძალიან მაგარი ამბით!
ფესტივალი 15 ოქტომბერს გაიმართება და ჩვენ ისევ ერთად შევქმნით ჯადოსნური თავგადასავლებით სავსე დღეს!
გადავწყვიტეთ, წელს ღვინოსთან ერთად კულინარიაც გავაერთიანოთ, ასე რომ სმა-ჭამა დიდად შესარგი გელოდებათ!
მოინიშნე თარიღი და მოემზადე დაუვიწყარი შთაბეჭდილებებისთვის.
იქამდე კი, თვალი გვადევნე და ჩაერთე მოსამზადებელ პროცესში“ - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარების ველი

პოპულარული სიახლეები ყველას ნახვა

გადაცემები