იქნება თუ არა შვებულების აღება შესაძლებელი დასაქმებიდან 6 თვის შემდეგ

იქნება თუ არა შვებულების აღება შესაძლებელი დასაქმებიდან 6 თვის შემდეგ

22-07-2022, 08:51

266 - ჯერ



ახალი საკანონმდებლო წინადადება. შვებულების აღება შესაძლოა, სამსახურის დაწყებიდან 6 თვის შემდეგ იყოს შესაძლებელი. ამის შესახებ პარლამენტს მოქალაქე მაკა მინდიაშვილმა მიმართა.
კერძოდ, დასაქმებულს შვებულების მოთხოვნის უფლება წარმოეშობა მუშაობის ყოველი 6 თვის შემდეგ. მხარეთა შეთანხმებით, დასაქმებულს შვებულება შეიძლება მიეცეს აღნიშნული ვადის გასვლამდეც.
ასევე, საკანონმდებლო წინადადების თანახმად, ნორმირებული სამუშაო დროის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს დღეში 8 საათს, კვირაში 40 საათს და თვეში 160 საათს. 160 საათის შემდეგ ნებისმიერი დამატებითი დრო უნდა აღირიცხებოდეს ზეგანაკვეთური დროით და ანაზღაურდეს საათობრივი ხელფასზე 1.5-ჯერ მეტად.
საკანონმდებლო წინადადების განხილვა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტს დაევალა, რომელმაც გადაწყვეტილება პარლამენტის ბიუროს უნდა აცნობოს.

კომენტარების ველი

პოპულარული სიახლეები ყველას ნახვა

გადაცემები