თელავში ალაზნის გამზირის საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო

თელავში ალაზნის გამზირის საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო

22-07-2022, 09:13

255 - ჯერ



ქალაქ თელავში, ურბანული განახლების მიზნით, ალაზნის გამზირის საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია ალაზნის გამზირის გზის საფარისა და ტროტუარების სრული რეაბილიტაცია, გამყოფი ზოლის მოწესრიგება და გამწვანების სამუშაოების განხორციელება. გარდა ამისა, მოხდება საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გაჩერებების მოწყობა.
პროექტი საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. მიზანი თელავის ურბანული ტერიტორიის ინტეგრაცია, რეგიონულ ცენტრზე ხელმისაწვდომობის ზრდა და ურბანული ტერიტორიების განვითარებაა, რაც ხელს შეუწყობს თელავის როგორც რეგიონული ცენტრის განვითარებას.
სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,ენ-დი როუდი,, ასრულებს. ალაზნის გამზირის რეაბილიტაციაზე 2 577 752 ლარი დაიხარჯება.

კომენტარების ველი

პოპულარული სიახლეები ყველას ნახვა

გადაცემები