დაგვიკავშირდით

0353 22 33 30

12 +

თუშეთის გზის რეაბილიტაცია იწყება

თუშეთის გზის რეაბილიტაცია იწყება

30-07-2022, 02:58

140 - ჯერ



თუშეთის გზის რეაბილიტაცია იწყება. პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი განახორციელებს. მათი ინფორმაციით, პროექტი ითვალისწინებს საავტომობილო გზის აღდგენას, საჭირო ნაგებობების მოწყობას, შესაძლებლობის ფარგლებში, გაგანიერებას და ბოგიროვანი ზღუდეების გაკეთებას. ფშაველი-ომალოს საავტომობილო გზის პირველ მონაკვეთზე დაგეგმილია მოასფალტებული გზის კაპიტალური რეაბილიტაცია, ასფალტისა და ბეტონის საფარის მოწყობით. თუშეთის გზა აბანოს უღელტეხილზე გადის, რომელიც ზღვის დონიდან 2950 მეტრზე მდებარეობს. რთული რელიეფისა და მეტეოროლოგიური პირობების გამო, გზაზე ტრანსპორტის მოძრაობა წელიწადში დაახლოებით 4-5 თვის განმავლობაშია შესაძლებელი. ფშაველი-აბანო-ომალოს გზის საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაუმჯობესების პროექტი ეტაპობრივად, 2025 წელს დასრულდება. პროექტის საერთო საორიენტაციო ღირებულება 100 მილიონი ლარი იქნება.

ვიდეო სიახლიდან

კომენტარების ველი

პოპულარული სიახლეები ყველას ნახვა

გადაცემები