გსურთ მიიღოთ მონაწილეობა ინოვაციური მეწარმეობის ბანაკში?-ეს სიახლე თქვენთვისაა

გსურთ მიიღოთ მონაწილეობა ინოვაციური მეწარმეობის ბანაკში?-ეს სიახლე თქვენთვისაა

17-08-2022, 10:40

1103 - ჯერ



სიახლე კახეთის რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის .გურჯაანის, თელავის ტექნოპარკებისა და ახმეტის ინოვაციებს ცენტრის ორგანიზებით 2022 წლის 5 სექტემბრიდან 9 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება ინოვაციური მეწარმეობის ბანაკი - გააციფრულე მომავალი; თუ ხარ 14, 15, 16 ან 17 წლის და გაქვს ბანაკში მონაწილეობის სურვილი 28 აგვისტოს ჩათვლით გაიარე რეგისტრაცია მოცემულ ბმულზე: რეგისტრაციის ბოლო ვადაა 28 აგვისტო, 23:59 საათი ბანაკის ფარგლებში შერჩეულ მონაწილეებს კომპეტენტური ტრენერები შეასწავლიან მეწარმეობის საფუძვლებს; მოსწავლეები შეიძენენ ინოვაციური ბიზნესის დასაწყებად საჭირო ტექნოლოგიურ უნარებს , იმუშავებენ კონკრეტულ იდეებზე და პროექტის დასრულების შემდეგ ტექნოპარკის დახმარებით შეძლებენ საკუთარი იდეების განხორციელებას; ბანაკში მონაწილეობასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი (საცხოვრებელი, კვება, ტრანსპორტირება, სასწავლო მასალები და სხვა ) სრულად იქნება დაფინანსებული; მეტი დეტალის გასაგებათ გადადით ბანაკის ღონისძიების აღწერაში.

კომენტარების ველი

პოპულარული სიახლეები ყველას ნახვა

გადაცემები