მძღოლი ტექინსპექტირების გაუვლელობის გამო დამატებით 150 ლარით დაჯარიმდება

მძღოლი  ტექინსპექტირების გაუვლელობის  გამო დამატებით 150 ლარით დაჯარიმდება

21-09-2022, 09:28

247 - ჯერ



იმ შემთხვევაში, თუ სახდელის დაწესებიდან 30 დღეში მძღოლი ავტომობილის ტექინსპექტირებას არ განახორციელებს, განმეორებით ჩადენილი სამართალდარღვევის გამო დამატებით ჯარიმას გადაიხდის. შესაბამისი ცვლილებები პარლამენტში უკვე ინიცირებულია. მოქმედი კოდექსის მიხედვით, იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლი, რომელსაც პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება არ გაუვლია, 50 ლარით ჯარიმდება. რაც მას საშუალებას აძლევს ტექინსპექტირების გავლის ნაცვლად მხოლოდ 50 ლარის გადახდით შემოიფარგლოს. ცვლილების მიხედვით კი, პირველ განმეორებით ქმედებაზე ფიზიკური პირი 150 ლარს გადაიხდის,იურიდიული პირი კი 300 ლარს. გამკაცრებული სანქცია ჯარიმის გაზრდას ყოველ განმეორებით ქმედებაზე გულისხმობს.

კომენტარების ველი

პოპულარული სიახლეები ყველას ნახვა

გადაცემები