მართლმადიდებელმა მრევლმა ღვთისმშობლობა იზეიმა

მართლმადიდებელმა მრევლმა ღვთისმშობლობა იზეიმა

22-09-2022, 04:26

208 - ჯერ



21 სექტემბერს მართლმადიდებელი ეკლესია ღვთისმშობლის შობის დღეს აღნიშნავს. ღვთისმშობელი ქალაქ ნაზარეთში დაიბადა. მის მშობლებს შვილი არ ეძლეოდათ, მათ აღთქმა დადეს, რომ თუ ღმერთი შვილს მისცემდა, ახალშობილს უფალს მიუძღვნიდნენ. უფალმა მათი ვედრება შეისმინა და ხანდაზმულ ასაკში შვილი შეეძინათ. დღესასწაული მეოთხე საუკუნეში დადგინდა და მას შემდეგ ყოველ 21 სექტემბერს აღინიშნება. დღეს გურჯაანის სამების ტაძარში წირვა-ლოცვა ჩატარდა. მამა ილიამ მრევლს დღევანდელი დღე მიულოცა და იქადაგა.

ვიდეო სიახლიდან

კომენტარების ველი

პოპულარული სიახლეები ყველას ნახვა

გადაცემები