ავტომობილის რეგისტრაციის მოწმობის გაცემა 65 ლარით, სანომრე ნიშნის 45 ლარით გაძვირდება

ავტომობილის რეგისტრაციის მოწმობის გაცემა 65 ლარით, სანომრე ნიშნის  45 ლარით გაძვირდება

4-10-2022, 07:25

206 - ჯერ



სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობის გაცემის საფასური 65 ლარით, სანომრე ნიშნის გაცემის საფასური კი 45 ლარით იზრდება.კანონპროექტის ინიციატორი საქართველოს მთავრობაა. სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობის გაცემა − 35 ლარის ნაცვლად იქნება 100 ლარი, ავტომობილის რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ერთი წყვილის გაცემა − 35 ლარის ნაცვლად გახდება 80 ლარი;ავტომობილის დაკარგული ან დაზიანებული რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ერთი წყვილის აღდგენა − 35 ლარის ნაცვლად გახდება 80 ლარი.
საქართველოს მთავრობა ელის, რომ ამ ცვლილებების შედეგად მიღებული შემოსავალი დაახლოებით 40 მილიონი ლარი იქნება. განმარტებითი ბარათის თანახმად, ეს თანხა მოხმარდება როგორც უშუალოდ მომსახურების სააგენტოს, ასევე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ეფექტიანად ფუნქციონირებისათვის აუცილებელი ხარჯების დაფინანსებას.კანონი და შესაბამისად, მომსახურებებზე გაზრდილი საფასური 2023 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება.

კომენტარების ველი

პოპულარული სიახლეები ყველას ნახვა

გადაცემები