ინფრასტრუქტურული პროექტები გურჯაანის მუნიციპალიტეტში

ინფრასტრუქტურული პროექტები გურჯაანის მუნიციპალიტეტში

24-11-2022, 09:20

205 - ჯერ



გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა ზურაბ უტიაშვილმა გურჯაანში მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულა. მერიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს ქალაქ გურჯაანში, საცხოვრებელი კორპუსების ეზოების მოასფალტების სამუშაოები, ნაწილის რეაბილიტაცია უკვე დასრულებულია.
გრძელდება ძირკოკისა და ჭანდრის დამაკავშირებელი 568 მეტრიანი გზის რეაბილიტაცია. ამისათვის რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით 479 000 ლარი იხარჯება.
გურჯაანის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისთვის, 2022 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 12 128 900 ლარია გამოყოფილი.

კომენტარების ველი

პოპულარული სიახლეები ყველას ნახვა

გადაცემები