საქართველოში საპენსიო სესხი 360 ათას პენსიონერს აქვს

საქართველოში საპენსიო სესხი 360 ათას პენსიონერს აქვს

24-11-2022, 10:02

129 - ჯერ



საქართველოში საპენსიო სესხი 360 ათას პენსიონერს აქვს. საუბარია როგორც ასაკით პენსიონერ, ისე სოციალური პენსიების მიმღებ პირებზე. “ლიბერთი ბანკის” მიერ საქართველოს ეროვნული ბანკისთვის წარდგენილი ფინანსური ანგარიშგების თანახმად, ასეთია მონაცემები 2022 წლის სექტემბრის მდგომარეობით. ფინანსური დოკუმენტაციის თანახმად, ამ კრედიტების ჯამი 334 მილიონ ლარს შეადგენს.
შეგახსენებთ, 2022 წლის მაისში “ლიბერთი ბანკმა” სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ ტენდერში კიდევ ერთხელ გაიმარჯვა და მომდევნო 7 წლით პენსიების გაცემის უფლება მოიპოვა. ამ სერვისში ბანკი სახელმწიფოსგან წელიწადში 15 მილიონ ლარს, ანუ ჯამში 105 მილიონ ლარს მიიღებს.

კომენტარების ველი

პოპულარული სიახლეები ყველას ნახვა

გადაცემები