ყვარელში ბავშვთა რეაბილიტაცია-აბილიტაციის ცენტრი გაიხსნა

ყვარელში ბავშვთა რეაბილიტაცია-აბილიტაციის ცენტრი გაიხსნა

25-11-2022, 01:20

89 - ჯერ



ყვარელში, ბავშვთა რეაბილიტაცია-აბილიტაციის მულტიდისციპლინური მომსახურების ცენტრი გაიხსნა. პროექტის მიზანია ყვარლის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ბავშვებისა და მოზარდებისთვის სოციალური განვითარების ხელშეწყობა, ფიზიკური და ინტელექტუალური პოტენციალის რეალიზება, შშმ პირთა ოჯახების გაძლიერება და ინკლუზიური განვითარების ხელშეწყობა. პროექტი ევროკავშირის დაფინანსებით, ასოციაცია ,,ანიკას“ და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით განხორციელდა. ცენტრის გახსნის ოფიციალურ ღონისძიებას ხელისუფლების, არასამთავრობო სექტორისა და ევროკავშირის წარმომადგენლები დაესწრნენ.

ვიდეო სიახლიდან

კომენტარების ველი

პოპულარული სიახლეები ყველას ნახვა

გადაცემები