თელავში საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე ჩოგბურთის კორტების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო

თელავში საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე ჩოგბურთის კორტების სარეაბილიტაციო  სამუშაოები დაიწყო

25-11-2022, 10:42

213 - ჯერ



თელავში საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე ჩოგბურთის კორტების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი თიხის ტიპის საფარის მქონე და ჰარდის ტიპის საფარის მქონე კორტების მოწყობა, ასევე ჰარდის ტიპის ჩოგბურთის მოედნის გადახურვა.
რეაბილიტაცია ჩაუტარდება ჩოგბურთის სავარჯიშო კედელს. ასევე, არსებულ ტრიბუნას, ხოლო დამატებით მოეწყობა ახალი ტრიბუნები ცენტრალური კორტის მიმდებარედ.
დამონტაჟდება გარე განათების თანამედროვე სისტემა, სავალ ბილიკებზე კი დაიგება ბეტონის ფილები. სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდება ადმინისტრაციულ შენობას, კაფეს და სანიტარულ კვანძს.
შენობაში მოეწყობა ახალი გათბობა-გაგრილების სისტემა, გარე სივრცეში კი ახალი სადრენაჟე და წყალ-კანალიზაციის სისტემები.
პროექტი საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.

კომენტარების ველი

პოპულარული სიახლეები ყველას ნახვა

გადაცემები