მართლმადიდებელი მრევლისთვის შობის მარხვა დაიწყო

მართლმადიდებელი მრევლისთვის შობის მარხვა დაიწყო

28-11-2022, 09:30

238 - ჯერ



დღეიდან მართლმადიდებელი მრევლი შობის მარხვას შეუდგა. იგი 40 დღეს გაგრძელდება და 7 იანვარს, მაცხოვრის შობის დღესასწაულზე დასრულდება. საშობაო მარხვა შედარებით მსუბუქია, რადგან 25 დეკემბრამდე ოთხშაბათისა და პარასკევის გარდა, თევზით ხსნილია. საშობაო მარხვა უძველესი დროიდანაა დადგენილი და მორწმუნეები მას პირველივე საუკუნიდან იცავენ. სხვადასხვა ეპოქაში ამ მარხვას განსხვავებული დღეთა რაოდენობა ჰქონდა; 1166 წელს ჩატარებულ კრებაზე კი მისი ხანგრძლივობა 40 დღით განისაზღვრა.

კომენტარების ველი

პოპულარული სიახლეები ყველას ნახვა

გადაცემები