სოფელ გურჯაანის საჯარო სკოლაში მასშტაბური რეგიონული ტურნირი დაიწყო

სოფელ გურჯაანის საჯარო სკოლაში მასშტაბური რეგიონული ტურნირი დაიწყო

29-11-2022, 09:14

209 - ჯერ



სოფელ გურჯაანის საჯარო სკოლაში დაიწყო მასშტაბური რეგიონული ტურნირი. პროექტის „დებატები უკეთესი განათლებისთვის“ კლუბების წევრებმა მთელი საქართველოს მასშტაბით ეტაპობრივად გაიარეს სხვადასხვა თემა, რომლებიც მსოფლიოში გლობალურად შექმნილ პრობლემას - კლიმატის ცვლილებას ეხება და სიღრმისეულად შეისწავლეს საკითხი დარგის ექსპერტების დახმარებით. რეგიონალური და ნაციონალური ტურნირები ტარდება საქართველოს დებატების და განათლების ინსტიტუტის ორგანიზებით, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდისა და UNDP-ის მხარდაჭერით.

კომენტარების ველი

პოპულარული სიახლეები ყველას ნახვა

გადაცემები