ლიბერთი ინოვატორი ახალგაზრდების მხარდამჭერია

ლიბერთი ინოვატორი ახალგაზრდების  მხარდამჭერია

30-11-2022, 21:28

176 - ჯერ



„2022 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის მთავარი პრიზი - აშშ-ში ნასას საზაფხულო ბანაკში გამგზავრება, გუნდმა “LIGGA“-მ პროექტით, „რადიაციის კვლევის, მონიტორინგისა და უსაფრთხოების სისტემა“ მოიპოვა. გუნდის მიერ შექმნილი პროექტის საშუალებით, შესაძლებელია ოთახებსა და შენობებში რადიაციის დონის კონტროლი და რადიაციის გავრცელების არეალის განსაზღვრა. მესამე ადგილზე გასულ გუნდს პროექტის მხარდამჭერი ლიბერთი ბანკი სასწავლო ვიზიტით ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრში, შვეიცარიაში, გაუშვებს. ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი წელს მერვედ ჩატარდა, აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით. წელს კონკურსს 12 ფინალისტი გუნდი ჰყავდა თბილისის, ახალციხის, ქუთაისის, სენაკის, ბათუმის და გორის სკოლებიდან, რომლებმაც პროექტები კოსმოსისა და ავიაციის, რობოტექნიკის, მობილური ტექნოლოგიებისა და აპლიკაციების, გარემოს დაცვის, ჯანდაცვის, ენერგეტიკის თუ ტრანსპორტის დარგებში განავითარეს. კონკურსი მიზნად ისახავს უფროსკლასელებში ინოვაციებისა და ახალი ტექნოლოგიების შექმნის წახალისებას და დაინტერესების გაზრდას საბუნებისმეტყველო-საინჟინრო (STEM) დარგების მიმართ. კონკურსში დღეისათვის 2,500-ზე მეტ მოსწავლეს აქვს მონაწილეობა მიღებული.

ვიდეო სიახლიდან

კომენტარების ველი

პოპულარული სიახლეები ყველას ნახვა

გადაცემები