სინოპტიკოსების პროგნოზი-როდის გამოიდარებს საქართველოში

სინოპტიკოსების პროგნოზი-როდის გამოიდარებს საქართველოში

5-12-2022, 09:27

3060 - ჯერ



აღმოსავლეთ საქართველოში 8 დეკემბრამდე შენარჩუნებული იქნება ცივი, ღრუბლიანი, ნისლიანი და ზოგან თოვლიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა ბარში ღამის საათებში 0, -5, დღისით 0, +5 გრადუსი დაფიქსირდება. 8 დეკემბერს გამოიდარებს, დღის ტემპერატურა +8 გრადუსმდე მოიმატებს.
5-6 დეკემბერს დასავლეთ საქართველოში ზოგან იწვიმებს, მაღალმთაში მოთოვს, ხოლო 7-8 დეკემბერს უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით დაბლობ რაიონებში +12, +17 გრადუსამდე მოიმატებს.
ქ. თბილისში 8 დეკემბრამდე ცივი, ღრუბლიანი და ნისლიანი ამინდია მოსალოდნელი. შესაძლოა მცირე თოვლიც აღინიშნოს. 8 დეკემბერს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა ღამის საათებში -1, -3 , ხოლო დღის საათებში +3, +5 გრადუსი იქნება.

კომენტარების ველი

პოპულარული სიახლეები ყველას ნახვა

გადაცემები