წნორში ახალი სპორტული კომპლექსის მშენებლობა გრძელდება

წნორში ახალი სპორტული კომპლექსის მშენებლობა გრძელდება

5-12-2022, 10:50

153 - ჯერ



სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორში ახალი სპორტული კომპლექსის მშენებლობა გრძელდება. ამ დროისთვის საძირკველის და კარკასის მშენებლობა დასრულებულია. მიმდინარეობს კედლების მოწყობა და გადახურვის სამუშაოები. მერიის ინფორმაციით, სპორტული კომპლექსის ტერიტორიაზე განთავსდება საჭიდაო, ასევე, კალათბურთის და ფრენბურთის სათამაშო დახურული დარბაზები და 150 ადამიანზე გათვლილი საგულშემატკივრო ტრიბუნა. შენობა აღიჭურვება გასახდელებით, საშხაპეებით და ადმნისტრაციისთვის განკუთვნილი ოთახებით. ახალი სპორტული კომპლექსის მშენებლობა მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება.

კომენტარების ველი

პოპულარული სიახლეები ყველას ნახვა

გადაცემები