ბარბარე ერისთავ-ჯორჯაძის სახელობის პრემია - 2022 მარეხი მგალობლიშვილს გადაეცა

ბარბარე ერისთავ-ჯორჯაძის სახელობის პრემია - 2022  მარეხი მგალობლიშვილს გადაეცა

6-12-2022, 09:30

202 - ჯერ



ქალები რეგიონში - მიღწევები და გამოწვევები’’ - კახეთში, ამ სახელწოდების კონფერენცია გაიმართა. ღონისძიება გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან გლობალური კამპანიის ფარგლებში ჩატარდა. შეხვედრაზე რეგიონში ქალთა უფლებრივ მდგომარეობაზე ისაუბრეს და ამ მიმართულებით არსებული მიღწევები და გამოწვევები განიხილეს. შეხვედრის ბოლოს გაიმართა დაჯილდოება. მე-19 საუკუნის ქართველი საზოგადო მოღვაწის, ბარბარე ერისთავ-ჯორჯაძის სახელობის პრემია - 2022 თელავის ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელს გადაეცა. მარეხ მგალობლიშვილი, როგორც კახეთის რეგიონში ქალთა უფლებადამცველი ქალი, არასამთავრობო ორგანიზაციებმა ერთობლივად დაასახელეს. ღონისძიება ,,კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდის’’ინიციატივითა და ორგანიზებით ჩატარდა.

კომენტარების ველი

პოპულარული სიახლეები ყველას ნახვა

გადაცემები