გურჯაანში სპორტული მოედნები კეთდება

გურჯაანში სპორტული მოედნები კეთდება

17-03-2023, 08:35

217 - ჯერ



გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ერთ-ერთი პრიორიტეტი მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებაა. სამუშაოები ამ ეტაპზე სოფელ გურჯაანსა და კაჭრეთში მიმდინარეობს, სადაც 3 ახალი მინი საფეხბურთო მოედანი კეთდება. ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის განმარტებით, უკვე დასრულდა 2 სპორტული მოედნის მოწყობა ქალაქ გურჯაანში. კურორტ ახტალის ტერიტორიაზე კი სხვადასხვა სახის სავარჯიშო ტრენაჟორები დამონტაჟდა. პროექტის მიზანია ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა.

ვიდეო სიახლიდან

კომენტარების ველი

პოპულარული სიახლეები ყველას ნახვა

გადაცემები