საქართველო ღვინით ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფის თავმჯდომარე ქვეყანა გახდა

საქართველო ღვინით ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფის თავმჯდომარე ქვეყანა გახდა

17-03-2023, 17:14

113 - ჯერ



საქართველო ღვინით ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფის (WWTG) თავმჯდომარე ქვეყანა გახდა. ბრიუსელში გამართულ ღვინით ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფის შეხვედრაზე, ორგანიზაციის თავმჯდომარეობა საქართველოს, ერთი წლის ვადით, ამერიკის შეერთებული შტატებიდან გადმოეცა. ქვეყანა უფლებამოსილების განხორციელებას 1 მაისიდან შეუდგება. ეს ჯგუფი ღვინის მწარმოებელი ქვეყნების გაერთიანებას წარმოადგენს. მიზანი კი ღვინით ვაჭრობის გამარტივება, ინფორმაციის გაზიარება და სხვა საჭირო მიმართულებებია.

ვიდეო სიახლიდან

კომენტარების ველი

პოპულარული სიახლეები ყველას ნახვა

გადაცემები