გურჯაანის ტექნოპარკში ტექნოლოგიების კვირეული დასრულდა

გურჯაანის ტექნოპარკში ტექნოლოგიების კვირეული დასრულდა

29-03-2023, 10:49

176 - ჯერ



გურჯაანის ტექნოპარკში ტექნოლოგიების კვირეული ,,ახალგაზრდები მდგრადი განვითარებისთვის“ დასრულდა. დახურვის ცერემონიალზე მონაწილეების დაჯილდოება გაიმართა. 5 დღის განმავლობაში პროექტში 75 ახალგაზრდა მონაწილეობდა. თითოეულ ჯგუფს ჰყავდა ინდივიდუალური მენტორი დარგობრივი მიმართულებით. ტექნოლოგიების კვირეული სხვადასხვა სწავლებას მოიცავდა. პროექტის მიზანი იყო კახეთის რეგიონში ახალგაზრდების ცნობიერების გაზრდა მდგრადი განვითარების მიზნებთან დაკავშირებით და მიზნებიდან გამომდინარე არსებული პრობლემების ინოვაციური ან ტექნოლოგიური იდეებით გადაჭრის გზების შემუშავება.

კომენტარების ველი

პოპულარული სიახლეები ყველას ნახვა

გადაცემები