31 მარტი საქართველოში რეფერენდუმის დღეა

31   მარტი  საქართველოში რეფერენდუმის დღეა

31-03-2023, 10:25

182 - ჯერ



31 მარტი საქართველოში რეფერენდუმის დღეა. ზუსტად 32 წლის წინ, პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას გადაწყვეტილებით, რეფერენდუმზე მოსახლეობამ ერთადერთ კითხვას „გსურთ თუ არა საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა?“ გასცა პასუხი. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენასა და სუვერენიტეტს მოსახლეობის 98 %-მა დაუჭირა მხარი. სწორედ რეფერენდუმის შედეგები გახდა საქართველოში დამოუკიდებლობის აღდგენის გამოცხადების საფუძველი. დღეს, 31 მარტს, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეცაა. პირველ პრეზიდენტს 84 წელი შეუსრულდებოდა.

კომენტარების ველი

პოპულარული სიახლეები ყველას ნახვა

გადაცემები