PayBox-მა ტერმინალებში რეგიონული ღილაკი დაამატა

PayBox-მა ტერმინალებში რეგიონული ღილაკი დაამატა

8-05-2023, 16:40

142 - ჯერ



უკვე 15 წელზემეტია, რაცსაქართველოში PayBox გამოჩნდა და მომხმარებლებს სწრაფი ჩარიცხვის კომფორტი, პირველმა შესთავაზა. ამდროის განმავლობაში, ქართული ტექნოლოგიური კომპანია, მომხმარებლებს ყოველდღიურ ცხოვრებას უადვილებს და მრავალფეროვან ფინანსურ ოპერაციებს, ერთ სივრცეში, ყოველფეხის ნაბიჯზე სთავაზობს. იქნება ეს ანგარიშზე თანხის შეტანა, მობილური ბალანსის შევსება, კომუნალურების თუ პარკირების გადახდა და ბილეთების შეტანა - ორი ათწლეულის განმავლობაში, PayBox-ის ტერმინალი მომხმარებლის მთავარი არჩევანია. ამის მიუხედავად, კომპანია არჩერდება და ერთგულ მომხმარებლებს, ახალ სერვისებს სთავაზობს. დღეს, სწორედ ასეთი ახალი სერვისი, რეგიონული ღილაკი, უნდა წარმოგიდგინოთ.

PayBox - ის ტერმინალებში, ყველა რეგიონს თავისი უნიკალური ღილაკი მიენიჭა, სადაც კონკრეტული ლოკაციისთვის დამახასიათებელი სერვისებია თავმოყრილი. სიახლე განსაკუთრებულია, რადგან ის მომხმარებლებისთვის გადახდის პროცესს კიდევ უფრო მარტივს და კომფორტულს ხდის.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, PayBox-ის ტერმინალში მრავალისერვისია ხელმისაწვდომი. ამ დრომდე, იმისთვის, რომ თქვენი სასურველი ოპერაცია შეგესრულებინათ, საჭირო იყო მისი მოძებნა. ამიერიდან, იმრეგიონში, სადაც მოცემულ მომენტში იმყოფებით, შეგიძლიათ სერვისები თითის ერთი დაჭერით მიიღოთ.

მაგალითად, რუსთავში განთავსებულ ტერმინალებში დაემატა რეგიონული ღილაკი„რუსთავი“, რომელსაც უნიკალური ვიზუალი აქვს. ღილაკზე თითის ერთი დაჭერით, თქვენ მიიღებთ წვდომას მხოლოდ რუსთავში ხელმისაწვდომ სერვისებზე: იქნება ეს რუსთავის წყალი, ტელევიზია სიჯისი თუსხვა.

რუსთავის შემთხვევაში, ღილაკზე ქალაქის სიმბოლოდ ქცეულ მეტალურგიულ ქარხანას დაინახავთ, თუმცა, სხვადასხვა ქალაქისა თუ რეგიონის მიხედვით, ეს სიმბოლოც იცვლება - აჭარაში, აჭარულ ხაჭაპურს შეხვდებით, ჩოხატაურში, განუმეორებელი ბახმაროს მთების სილუეტს, ზუგდიდშიკი, ცხადია დადიანების სასახლეს.

რეგიონული ღილაკი, საქართველოს ყველარეგიონშია ხელმისაწვდომი. მისი ნახვა, ტერმინალის მთავარ მენიუში, ზედამარჯვენა მხარესაა შესაძლებელი. რეგიონისთვის დამახასიათებელი, უნიკალური ვიზუალის გამო კი, ის ყველასთვის მარტივად დასანახი და დასამახსოვრებელი გახდება.

შეგახსენებთ, რომ სულ ცოტახნის წინ, PayBox-ის ტერმინალებს ინვოისების ელექტრონული პორტალიც დაემატა. ამიერიდან, ბიზნესებს საშუალება აქვთ დააგენერირონ ინვოისი და მომხმარებელს SMS-ის, მეილის, ლინკის ან PDF ფორმით გაუგზავნონ. PayBox – ის ტერმინალში ინვოისის უნიკალური კოდის მითითების შემდგომკი, ერთი ღილაკის მეშვეობით, მომხმარებელი მარტივად და კომფორტულად გადაიხდის თანხას.

კომენტარების ველი

პოპულარული სიახლეები ყველას ნახვა

გადაცემები