როგორ აღნიშნავენ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს თელავსა და გურჯაანში

როგორ აღნიშნავენ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს თელავსა და გურჯაანში

25-05-2023, 04:34

183 - ჯერ



26 მაისს ქვეყანა დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. საზეიმო ღონისძიებები თელავში დღის 2 საათიდან დაიწყება. სატახტო ქალაქი ამ დღეს განსაკუთრებულად იზეიმებს. ერეკლე მეორის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე თავდაცვის ძალების სამხედრო ტექნიკა, შეიარაღება და აღჭურვილობა გამოიფინება. მოეწყობა პავილიონები და გაიმართება სხვადასხვა აქტივობა. მთელი დღის განმავლობაში დაგეგმილია ჯგუფების, ანსამბლებისა და სოლო შემსრულებლების კონცერტები. ღონიძიებები გაიმართება გურჯაანშიც, რომელსაც დიდების მემორიალი უმასპინძლებს. აქ გამოიფინება ძველი და ახალი გურჯაანის ფოტოები. საღამოს კი გალა კონცერტი გაიმართება.

ვიდეო სიახლიდან

კომენტარების ველი

პოპულარული სიახლეები ყველას ნახვა

გადაცემები