სრულიად მართლმადიდებელი სამყარო ამაღლების ბრწყინვალე დღესასწაულს ზეიმობს

სრულიად მართლმადიდებელი სამყარო ამაღლების ბრწყინვალე დღესასწაულს ზეიმობს

25-05-2023, 09:47

223 - ჯერ



სრულიად მართლმადიდებელი სამყარო ამაღლების ბრწყინვალე დღესასწაულს ზეიმობს. ამაღლება მოძრავი საუფლო დღესასწაულია და აღდგომიდან მეორმოცე დღეს აღინიშნება. აღდგომის შემდეგ იესო ხშირად ეცხადებოდა მოწაფეებს, ესაუბრებოდა მათ ღვთის სასუფეველზე და მოუწოდებდა დარჩენილიყვნენ იერუსალიმში „სულიწმინდის მოფენამდე“. აღდგომიდან მე-40 დღეს კი ისინი ბეთანიის მიმართულებით გაიყვანა და ელეონის მთაზე ამაღლდა. ამაღლების დღესასწაულზე ეკლესია- მონასტრებში წირვა-ლოცვა იმართება. ამ დღეს განსაკუთრებით გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში აღნიშნავენ, სადაც მე-10-11 საუკუნეებით დათარიღებული ამაღლების სახელობის სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს. აქ მომლოცველები საქართველოს ყველა კუთხიდან და საზღვარგარეთიდანაც კი ჩამოდიან.

კომენტარების ველი

პოპულარული სიახლეები ყველას ნახვა

გადაცემები