საქართველოს საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო

საქართველოს საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო

16-09-2023, 11:44

174 - ჯერ



საქართველოს საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. გურჯაანის მუნიციპალიტეტში პროცესი 25-ივე სკოლაში განახლდა. მათგან სამი, სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ალტერნატიულ ფართში გადავიდა. წელს გურჯაანის საჯარო სკოლებში 7146 მოსწავლე ისწავლის, მათგან 600-ზე მეტი პირველკლასელია, მათ საჩუქრად ბუკები გადაეცათ. დღეს მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი, ლერი გელენავა გურჯაანის პირველ სკოლას ესტუმრა და მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.

ვიდეო სიახლიდან

კომენტარების ველი

პოპულარული სიახლეები ყველას ნახვა

გადაცემები