კახეთში 60 ათას ტონაზე მეტი ყურძენია გადამუშავებული

კახეთში 60 ათას ტონაზე მეტი  ყურძენია გადამუშავებული

16-09-2023, 11:46

242 - ჯერ



15 სექტემბრის მონაცემებით, რთველი 2023 წლის ფარგლებში გადამუშავებულია 60 ათას ტონაზე მეტი ყურძენი, აქედან, 33 ათას ტონაზე მეტი რქაწითელი, 24 ათას ტონამდე საფერავი, დანარჩენი კი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია. მოსავალი საწარმოებს 6500 მევენახემ მათი შემოსავალი 60,7 მლნ ლარს აღწევს. გარდა ამისა,უკვე სრულდება კლიმატური პირობების გამო დაზიანებული ყურძნის ჩაბარება. სახელმწიფო ღვინის საწარმოს შპს "მოსავლის მართვის კომპანიის" მიერ გადამუშავებულია 10,3 ათასი ტონა დაზიანებული ყურძენი. მევენახეები შპს "მოსავლის მართვის კომპანიას" დაზიანებულ ყურძენს 90 თეთრად აბარებენ.

ვიდეო სიახლიდან

კომენტარების ველი

პოპულარული სიახლეები ყველას ნახვა

გადაცემები