როგორი ამინდი იქნება საქართველოში 18-20 სექტემბერს

როგორი ამინდი იქნება საქართველოში 18-20 სექტემბერს

18-09-2023, 10:36

703 - ჯერ



18 სექტემბერს საქართველოს ცალკეულ რაიონში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 19-20 სექტემბერს დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურა +25, +30 გრადუსამდე მოიმატებს. აღმოსავლეთ საქართველოში 18-19 სექტემბერს ზოგან იწვიმებს, შესაძლებელია სეტყვა, ხოლო 20 სექტემბერს თბილი და უნალექო ამინდი იქნება.
ქ. თბილისში 18-19 სექტემბერს წვიმაა მოსალოდნელი, ხოლო 20 სექტემბერს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +23, +25 გრადუსი დაფიქსირდება.
რაც შეეხება კონკრეტულად კახეთს, რეგიონში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო,): 18-19 სექტემბერს წვიმა და ზოგან სეტყვაა მოსალოდნელი, ხილო 20 სექტემბერს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +24 გრადუსი დაფიქსირდება.

კომენტარების ველი

პოპულარული სიახლეები ყველას ნახვა

გადაცემები