გურჯაანის მერია ოქროსა და ვერცხლის მედალოსნებს ფულად თანხას გადასცემს

გურჯაანის მერია ოქროსა და ვერცხლის მედალოსნებს ფულად თანხას გადასცემს

18-09-2023, 11:57

337 - ჯერ



გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია 2022-2023 სასწავლო წლის ოქროს მედალოსნებს საჩუქრად - 500, ხოლო ვერცხლის მედალოსან მოსწავლეებს 400 ლარს გადასცემს.
ოქროსა და ვერცხლის მედალოსნებმა, კუთვნილი თანხის მისაღებად, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:
განცხადება გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი;
საინფორმაციო ბარათი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებული სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან;
საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სრული ზოგადი განათლების ატესტატის ასლი;
განმცხადებლის სახელზე გახნილი საბანკო ანგარიშის ნომერი გაცემული შესაბამისი ბანკის მიერ;

კომენტარების ველი

პოპულარული სიახლეები ყველას ნახვა

გადაცემები