25-29 წლის ახალგაზრდების თითქმის ნახევარი არც დასაქმებულია და არც სწავლობს-კვლევა

25-29 წლის ახალგაზრდების თითქმის ნახევარი არც დასაქმებულია და არც სწავლობს-კვლევა

28-09-2023, 11:18

226 - ჯერ



25-29 წლის ახალგაზრდების თითქმის ნახევარი არც დასაქმებულია და არც სწავლობს. ამის შესახებ საუბარია ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისის დაკვეთით მომზადებულ კვლევაში, რომელიც საქართველოში ახალგაზრდების ცხოვრების ასპექტების შესწავლას ისახავდა მიზნად. ახალგაზრდების უმრავლესობა (58%) ამბობს, რომ არ აქვს სამსახური. ყოველი ხუთი გამოკითხულიდან ერთი (21%) აქტიურად ეძებს სამსახურს, . ახალგაზრდების 46% აცხადებს, რომ მათ სრულად “მშობლები არჩენენ”, თუმცა ფინანსურ დახმარებას მშობლებისა თუ ნათესავებისგან მხოლოდ 12% იღებს. გამოკითხულთა 12% ამბობს, რომ მათ სრულად “პარტნიორი არჩენთ.” ამასთან, ყოველი მეათე ახალგაზრდა ფინანსურად სახელმწიფო დახმარებაზეა დამოკიდებული.

კომენტარების ველი

პოპულარული სიახლეები ყველას ნახვა

გადაცემები