28 სექტემბერს ალავერდობა აღინიშნება

28 სექტემბერს ალავერდობა აღინიშნება

28-09-2023, 11:39

361 - ჯერ



დღეს ალავერდობაა. 28 სექტემბერს მართლმადიდებელი ეკლესია 13 ასურელ მამათაგან ერთ-ერთის, ღირსი აბბა იოსებ ალავერდელის ხსენებას აღნიშნავს. დღესასწაულს განსაკუთრებით ახმეტის მუნიციპალიტეტში, სოფელ ალავერდში ზეიმობენ. ტაძრის მოსალოცად მორწმუნეები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოდიან. იოსებ ალავერდელი ცამეტ ასურელ მამასთან ერთად საქართველოში სირიიდან მე-6 საუკუნეში შემოვიდა და იმ ადგილას დაემკვიდრა, სადაც დღეს ალავერდის სამონასტრო კომპლექსია აგებული. წმინდანი თავისივე აშენებულ ალავერდის ტაძარშია დაკრძალული.

კომენტარების ველი

პოპულარული სიახლეები ყველას ნახვა

გადაცემები