პანკისის ხეობის უხუცესთა საბჭოს თავმჯდომარე გარდაიცვალა

პანკისის ხეობის უხუცესთა საბჭოს თავმჯდომარე გარდაიცვალა

16-11-2023, 20:37

275 - ჯერ



პანკისის ხეობის უხუცესთა საბჭოს თავმჯდომარე ხასო ხანგოშვილი 81 წლის ასაკში გარდაიცვალა. ხასო ხანგოშვილი წლების განმავლობაში იკვლევდა და წერდა კავკასიელი ხალხის, მათი ცხოვრებისა და ბრძოლის ისტორიაზე. ასევე აქტიურად იყო ჩართული ხეობაში მიმდინარე პროცესებში. ხასო ხანგოშვილს ეკუთვნის ისტორიული ნარკვევი “ქისტები”, მისი რედაქტორობითაა გამოცემული “ქისტური სამართლის კოდექსი”. 2021 წელს ქისტი მწერალი ნაშრომით „ქისტები (100 ამბავი)“, „საბას“ პრემიაზე იყო წარდგენილი. უხუცეს მწერალთა და პანკისის ხეობის საბჭოს თავმჯდომარეს პატივი ცენტრალური და ადგილობრივი ხელსუფლების წარმომადგენლებმა მიაგეს და ოჯახს სამძიმარი გამოუცხადეს.

ვიდეო სიახლიდან

კომენტარების ველი

პოპულარული სიახლეები ყველას ნახვა

გადაცემები