დემოგრაფიული პრობლემები-მიზეზები და გამოსავალი

დემოგრაფიული პრობლემები-მიზეზები და გამოსავალი

18-11-2023, 09:45

158 - ჯერ



მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს დემოგრაფიულ საკითხებზე იმსჯელეს. შეხვედრაზე განიხილეს დემოგრაფიული ტენდენციები და ის საჭიროებები, რომლებიც მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით არსებობს. როგორც სხდომაზე აღინიშნა, დაწყებულია კვლევა, რათა გამოვლინდეს გაუარესებული დემოგრაფიული ვითარების მიზეზები, მდგომარეობის გაუმჯობესების შესაძლებლობები და ის ბარიერები, რაც ხელს უშლის დემოგრაფიული პროცესების სტიმულირებას. საბჭოს წევრებმა განიხილეს ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტის საგანგაშო სტატისტიკაც. ხაზი გაესვა ამ მიმართულებით დამატებითი ღონისძიებების დაგეგმვის აუცილებლობას. გურჯაანში გამოკითხული რესპონდენტები ამბობენ, ქვეყანაში არსებულმა ვითარებამ დემოგრაფიული მდგომარეობის გაუარესება გამოიწვია და ამ მიმართულებით სახელმწიფომ ქმედითი ნაბიჯები დრულად უნდა გადადგას.

ვიდეო სიახლიდან

კომენტარების ველი

პოპულარული სიახლეები ყველას ნახვა

გადაცემები