უჭერთ თუ არა მხარს ევროკავშირში შესვლას და ნატოში გაწევრიანებას?- IRI -ის შედეგები და გურჯაანელების პოზიცია

უჭერთ თუ არა მხარს ევროკავშირში შესვლას და ნატოში გაწევრიანებას?- IRI -ის შედეგები და გურჯაანელების პოზიცია

18-11-2023, 10:16

190 - ჯერ



გამოკითხულთა 86% მხარს უჭერს ევროკავშირში შესვლას, 79% - ნატოში გაწევრიანებას- ეს საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევის შედეგია. როგორც გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი, საქართველოს ევროკავშირში შესვლის მხარდაჭერთა შორის 17% წინააღმდეგი იქნება, თუ ეს რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების გაწყვეტას გამოიწვევს, 74% - კი მაინც დაუჭერს მხარს. ევროკავშირში შესვლის მთავარ სარგებლებს შორის 45% ეკონომიკის გაძლიერებას ასახელებს, 14% - უსაფრთხოებას, 14% - ქვეყნის განვითარებას, 8% - უკეთეს მომავალს. ნატო და ევროკავშირი რომ საქართველოს უსაფრთხოებისა და განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, ამაზე საუბრობენ გურჯაანელებიც. კვლევა ჩატარდა 2023 წლის 14 სექტემბერი - 14 ოქტომბრის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1200 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი - 73%. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.

ვიდეო სიახლიდან

კომენტარების ველი

პოპულარული სიახლეები ყველას ნახვა

გადაცემები