იძულებით გადაადგილებულ 1335 ოჯახს სააგენტო სოფლად სახლს შეუსყიდის

იძულებით გადაადგილებულ 1335 ოჯახს სააგენტო სოფლად სახლს შეუსყიდის

1-12-2023, 11:27

162 - ჯერ



დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილებით, იძულებით გადაადგილებულ 1335 ოჯახს სააგენტო სოფლად სახლს შეუსყიდის. დევნილები სახლებს საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, 6 თვის ვადაში, თავად შეარჩევენ.
პროექტი მთელი ქვეყნის მასშტაბით წარმატებით ხორციელდება. 2023 წელს, სააგენტომ სოფლად სახლი 1300-მდე ოჯახს უკვე შეუსყიდა. 2025 წლის ბოლომდე, პროგრამით 6000 დევნილი ოჯახი ისარგებლებს. შესყიდული სახლების უმეტესობას თან ახლავს მიწის ნაკვეთები, რაც მათ შესაძლებლობას აძლევს შემოსავლის დამატებითი წყარო გაიჩინონ.

კომენტარების ველი

პოპულარული სიახლეები ყველას ნახვა

გადაცემები