კადასტრის პროგრამის ფარგლებში 45 313 ჰექტარ ფართობზე გაშენებული ვენახები უკვე აღწერილია

კადასტრის პროგრამის ფარგლებში 45 313 ჰექტარ ფართობზე გაშენებული ვენახები უკვე აღწერილია

2-12-2023, 21:30

316 - ჯერ



45 313 ჰექტარ ფართობზე გაშენებული ვენახები კადასტრის პროგრამის ფარგლებში უკვე აღწერილია. პროცესი დასრულდა რამდენიმე რეგიონში, მათ შორის კახეთში. კადასტრისა და ღვინის სექტორში დუალური პროფესიული განათლების შესახებ ანგარიშის წარდგენა ღვინის ეროვნული სააგენტოს, ასოციაცია ,,ქართული ღვინოსა’’ და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა. კადასტრის პროგრამას ღვინის ეროვნული სააგენტო 2014 წლიდან ახორციელებს. რაც შეეხება დუალური განათლების პროგრამას სახელწოდებით ,,მევენახე-მეღვინე’’, ის ამჟამად 3 კოლეჯში ხორციელდება და უკვე 46-მა სტუდენტმა დაამთავრა. აღნიშნულ პროგრამაზე კიდევ 20 სტუდენტი სწავლობს.

ვიდეო სიახლიდან

კომენტარების ველი

პოპულარული სიახლეები ყველას ნახვა

გადაცემები