იძულებით გადაადგილებულ 1335 დევნილ ოჯახს სოფლად სახლს შეუძენენ

იძულებით გადაადგილებულ 1335 დევნილ ოჯახს სოფლად სახლს შეუძენენ

2-12-2023, 21:33

159 - ჯერ



დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილებით, იძულებით გადაადგილებულ 1335 ოჯახს სააგენტო სოფლად სახლს შეუსყიდის. დევნილები სახლებს საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, 6 თვის ვადაში, თავად შეარჩევენ. პროექტი მთელი ქვეყნის მასშტაბით წარმატებით ხორციელდება. 2023 წელს, სააგენტომ სოფლად სახლი 1300-მდე ოჯახს უკვე შეუძინა. 2025 წლის ბოლომდე, პროგრამით 6000 დევნილი ოჯახი ისარგებლებს. სახლების უმეტესობას თან ახლავს მიწის ნაკვეთები, რაც მათ შესაძლებლობას აძლევს შემოსავლის დამატებითი წყარო ჰქონდეთ.

ვიდეო სიახლიდან

კომენტარების ველი

პოპულარული სიახლეები ყველას ნახვა

გადაცემები