გურჯაანის საკალათბურთო გუნდების წარმატებული თამაში

გურჯაანის საკალათბურთო გუნდების წარმატებული თამაში

9-02-2024, 20:07

222 - ჯერ



საქართველოს ეროვნულ საკალათბურთო ლიგაში გურჯაანის 16 წლამდელთა კლუბის დებიუტი იღბლიანი გამოდგა. ვიქტორ სანიკიძის კალათბურთის აკადემიაში გამართულ შეხვედრაზე გუნდმა შესაშური მონდომებისა და ძალების სრული მობილიზების ხარჯზე, თბილისის „კაპიტალი“ სტუმრად, 101 ქულიანი სხვაობით 16-117 დაამარცხა და ისტორიული შედეგი დააფიქსირა. ასევე წარმატებულად ასპარეზობს ეროვნული ჩემპიონატის ერთ-ერთი ლიდერი გურჯაანის „დელტაც“. გუნდმა ამჯერად საქართველოს თასის გათამაშებაში თბილისის ივერიონი 73-79 დაამარცხა და ნახევარფინალში გასასვლელად, მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა. „დელტა“ მორიგ მატჩში ამჯერადაც ივერიონს დაუპირისპირდება, თუმცა უკვე ეროვნული ჩემპიონატის ეგიდით. შეხვედრა გურჯაანში 11 თებერვალს, 18 საათზეა ჩანიშნული.

ვიდეო სიახლიდან

კომენტარების ველი

პოპულარული სიახლეები ყველას ნახვა

გადაცემები