ლაგოდეხში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში შეხვედრები დასრულდა

ლაგოდეხში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში შეხვედრები დასრულდა

12-02-2024, 10:01

132 - ჯერ



ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დასრულდა. კრებები და კონსულტაციები, 67 სოფელში გაიმართა. 2024 წელს ლაგოდეხში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მოსახლეობის მიერ შერჩეული ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებისთვის 930 000 ლარია განსაზღვრული. ადგილობრივებმა პრიორიტეტად სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია, შიდა საუბნო გზებისა და სანიაღვრე არხების მოწესრიგება, ასევე სკვერების, სპორტული მოედნებისა და მოსაცდელების მოწყობა დაასახელეს.

კომენტარების ველი

პოპულარული სიახლეები ყველას ნახვა

გადაცემები